პარიზში „ტელეგრამის“ შემქმნელი დააკავეს

პუბლიკა

პარიზის აეროპორტში დააკავეს „ტელეგრამის“ შემქმნელი პაველ დუროვი.

ფრანგული მედიის ცნობით, 39 წლის დუროვი შაბათს საღამოს Paris–Le Bourget Airport-ში ასაფრენ ბილიკზე აიყვანეს. ის ძებნილად იყო რეგისტრირებული,

მედია წერს, რომ ბიზნესმენის დაკავების მიზეზი „ტელეგრამის“ სერვისებია, რომლებიც კავშირშია ნარკოტიკების რეალიზაციასთან, პედოფილური მასალის გავრცელებასთან და თაღლითობასთან. დუროვმა მესენჯერის ბაზიდან დანაშაულის დამამტკიცებელი შესაბამისი მასალების წარდგენაზე უარი თქვა.