პარლამენტის 9 წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება - კირკიტაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. მისივე თქმით, მოშიმშილეთა ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

„ჩვენ საქართველოს პარლამენტის 9 წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები, იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით შიმშილობას იწყებენ შემდეგი დეპუტატები:

დავით კირკიტაძე;

აკაკი მინაშვილი;

თემურ ჯანაშია;

ბაჩუკი ქარდავა;

ნიკა მაჭუტაძე;

გიორგი გოდაბრელიძე;

სულხან სიბაშვილი;

ლევან ბეჟაშვილი;

აბდულა ისმაილოვი.