პარლამენტის ახალი დეპუტატი არჩილ გორდულაძე გახდა

პუბლიკა

პარლამენტში გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლე არჩილ გორდულაძე გახდა.

არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცნო.

არჩილ გორდულაძე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. ის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.

მან პარლამენტში ჩაანაცვლა გია ცაგარეიშვილი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.