პარლამენტის ბოიკოტი ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიაში მივიღებთ - კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ 4 საათზე დაგეგმილ აქციაში „ევროპული საქართველოც“ მიიღებს მონაწილეობას.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, სადაც არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე იმსჯელებენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

„სერიოზული კითხვის ნიშნები არის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ლეგიტიმაციის პრობლემას ვხედავ. პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ნამდვილად განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ პარტიის შიგნით კონსულტაციების შედეგად. ჩვენ, ,,ევროპული საქართველო” აუცილებლად ვიღებთ მონაწილეობას აქციებში, იმიტომ, რომ ვალი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც ნახეს, რომ მათი ნება არ იყო ბოლომდე ასახული ბიულეტენებსა და შედეგებში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.