პარლამენტის ჭიშკრებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს

პუბლიკა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვით ჩაკეტეს და მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ პოლიცია ეცდება ჯაჭვების გახსნას, მათ მოუწევთ გაჭრან დროშებიც, რაც დანაშაულია.

სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა ისჯება შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.