პარლამენტის ფოიეში ხელჩართული ჩხუბი იყო

პუბლიკა

პარლამენტის ფოიეში ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის  წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბი იყო.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რუსეთის ჯაშუში უწოდა.

„არა რუსის ჯაშუშებს“, „არა ამერიკის აგენტებს“, მტყუანის ***, „თქვენი ბოზი დედა ***“, – ისმოდა ფოიეში.

დღეს  გახსნისთანავე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ასევე პარლამენტის პლენარული სხდომაც. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა. ასევე ისინი ითხოვდნენ, რომ პარლამენტს დღეს არა კულტურის მინისტრისთვის, არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისთვის მოესმინა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ პროცედურასთან დაკავშირებით საკითხები გარკვეულია, დღის წესრიგი უკვე დამტკიცებული იყო და მათ მიკროფონები გაუთიშა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის სხვა წევრებმა პარლამენტის სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.