პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვრის კანდიდატურას 86 ხმით მხარი დაუჭირა.

აქამდე გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დღემდე განათლების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.