პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმი აღჭურვილობას იმაგრებს

პუბლიკა

პარლამენტის უკან, შესასვლელთან ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ, სპედანიშნულების რაზმის წევრები იმყოფებიან. „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, ისინი აღჭურვილობას იმაგრებენ.

„პუბლიკა“ შს სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

დღეს შსს სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.