საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ყველა თავის პოზოციაზე რჩება და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური, პოლიტიკური საკითხები არ წყდება, მათ შორის, მსოფლიო პრაქტიკაში. მე შემიძლია გითხრათ „ლეიბორისტული პარტიის” პოზიცია – პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ოცნება“, სამარცხვინოდ. ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზოციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, არავინ არ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან.
დღეს ჩვენ შევთახმდით იმაზე, რომ ვიქნებით ჩვენ ჩვენს პოზიციებზე, მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ისე, როგორც ამას მოითხოვს ისტორია და ჩვენი ხალხი. პირველი სხდომა პარლამენტის ჩატარდება ოპოზოციის გარეშე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.