საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. ფეიქრიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ პარლამენტში პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და მუშაობას ახალ პოზიციაზე დღეიდან, 22 მაისიდან იწყებს.
მიშა ფეიქრიშვილი 2019 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გახდა. მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში მუშაობდა.
იგი სხვადასხვა წელში „რადიო იმედში“, ტელეკომპანია „იმედში“, GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.
სამთავრობი ტელეკომპანია „იმედის“ კიდევ ერთი თანამშრომელი, მაგდა ანიკაშვილი არხზე გადასვლამდე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.