პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის სიტყვით გამოსვლის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ჭიჭინაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა სიტყვა შეაწყვეტინა, რამაც ჭიჭინაძის გაღიზიანება გამოიწვია. „კვერცხი გადააყლაპეთ ამას, რაღაც არ ისმის ხმა”, – განაცხადა ამ დროს ჭიჭინაძემ.
მან შემდგომ ასევე აღნიშნა, რომ: „იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის”. მის ამ ფრაზას გაღიზიანება მოჰყვა ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. მათ ერთმანეთისჯენ გაიწიეს, რა დროსაც მანდატურებს მოუხდათ მათი შეკავება.
პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ვინაიდან, პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.