პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გაუშვეს

პუბლიკა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გაუშვეს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაშავებულია აქციის მონაწილეები.

სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.

აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. სპეცრაზმის წინ მოქალაქეებმა საქართველოს დროშები გაშალეს.


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.