დღეს დილით პარლამენტის შენობის შესასვლელებთან რკინის ღობეები აღმართეს. რკინის კონსტრუქციების აღმართვა, სავარაუდოდ, დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
გუშინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ამიტომ მომდევნო საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 8 ნოემბერს, 8 საათზე გაიმართება.
აქციის მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 39-ე დღეა შიმშილობს, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.