პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგებით, პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.