პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს 3 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

30 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება, რიგგარეშე სესიის/სხდომის მოწვევის უფლებამოსილება კი პრეზიდენტს აქვს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

•           „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,

•           „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,

•           „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

•           „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

•           „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.