პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაძაბულობაა

პუბლიკა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაძაბულობაა. მობილიზებულია პოლიცია.

ადგილზე, მესამე დღეა, სხვადასხვა აქტივისტური მოძრაობის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათ კარვები აქვთ გაშლილი და  ღამეს იქ ათევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიაზე უნდოდათ, რომ ხის საყრდენები შეეტანათ, ლეიბების დასაფენად, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს.

„ე.წ. პადონებზეა საუბარი. 4 დღეა, აპროტესტებს ეს ხალხი არალეგიტიმურ არჩევნებს და გვსურს, რომ ბეტონზე აღარ ვიდგეთ. არაჰუმანური მოპყრობაცაა პანდემიის დროს. შეიძლება, გაცივდნენ ადამიანები და დამძიმდეს მათი მდგომარეობა. მაინც აგრძელებს [პოლიცია] ისე, რომ ეს ადამიანები ბეტონზე უნდა იდგნენ დღე და ღამე”, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა.

პარლამენტთან აქტივისტები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.