პარალამენტის წევრი ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია. როგორც ის facebook-ზე წერს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში რჩება.
„სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია“, – წერს დანელია.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 178, ხოლო სტაციონარში – 56 მოქალაქე.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.