პარლამენტის წევრობა ზოგადად არ არის ჩამოქვეითება – ვოლსკი წულუკიანზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი და მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების შესვლის იმედი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველ სხდომაზე, შესვენების დროს განაცხადა.

„თუ ასეთ ნაბიჯს ვინმე გადადგამს, თავის მოვალეობას მოიხდის ისტორიულს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, რატომ არ დაესწრო დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკიმ უპასუხა:

„პარტიული ლიდერია. მთავრობა აქ არის. ელჩები აქ არიან. არ ჩათვალა საჭიროდ“.

ნიშნავს თუ არა თეა წულუკიანის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარედ განწესება ჩამოქვეითებას, ვოლსკიმ უპასუხა, რომ პარლამენტის წევრობა, ზოგადად, ჩამოქვეითებას არ ნიშნავს.

„პარლამენტის წევრობა, ზოგადად, არ არის ჩამოქვეითება და მით უმეტეს კომიტეტის თავმჯდომარეობა, მაშინ, როცა საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში“. – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება.