პარლამენტის წინ 10 კარავია გაშლილი

პუბლიკა

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის სულ 10 კარავია გაშლილი. მათ შორის არის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი წარწერით – „დაისაჯონ თემირლანის მკვლელები”.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, პარლამენტის წინ ეს ტერიტორია იქნება პროტესტის კერა.

ოპოზიცია მომდევნო დღეებში სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, მათ შორის – პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტს, ასევე  9, 11 და 13 მარტს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე.

როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.