პარლამენტის წინ გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ტაში დაუკრეს

პუბლიკა

პარლამენტის წინ „TV პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ტაში დაუკრეს.

„ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლონდისმენტებს და არც არავინ უკრავს მათ ტაშს. არც ვითხოვთ, არც არის ეს ჩვენი საქმე. მაგრამ ლექსოს ყველამ ერთად დავუკრათ ტაში. ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ხმამაღალი ტაში დავუკრათ“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.


დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.