პარლამენტის წინ კარვების ადგილას საბავშვო ატრაქციონი დადგეს

პუბლიკა

პარლამენტის შენობის წინ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარავი რამდენიმე წელი იდგა, დასუფთავების სამსახურმა აშალა და მის ნაცვლად, პოლიციის დახმარებით, ადგილზე ახლა საბავშვო ატრაქციონია გაშლილი.

მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე სხვა საბავშვო ატრაქციონებიც მიიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.

როგორც უწყებაში „პუბლიკას” განუცხადეს, მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავება.