პარლამენტის წინ მდგარი გახარიას ბიუსტი დაიკარგა

პუბლიკა

პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი აღარ დგას.

როგორც „პუბლიკასთან”  „სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე ამბობს, გახარიას ბიუსტი ბოლოს ადგილზე გუშინწინ ნახეს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტის წინ 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში საპოლიციო რეიდებიდან ერთი წლის თავზე აქტივისტებმა დადგეს. ბიუსტზე დამონტაჟებული იყო წითელი ღილაკი. ხელის დაჭერის შემდეგ კი ის „ბოდიშს იხდიდა”.

„მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“, – ეს ფრაზა გახარიამ 2018 წლის მაისის კლუბებში რეიდების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების დასასრულს თქვა.

როგორც „პუბლიკას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ აქვთ. „პუბლიკა” პასუხს შს სამინისტროსგანაც ელოდება.