რუსთაველზე, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია ქუჩა.
უკვე მესამე დღეა რაც თბილისში მსგავსი აქციები იმართება. აქციები მიმდინარეობს ევროპის დიდი ქალაქებშიც.
აქციაზე მოქალაქეების უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებენ.
უკრაინა უკვე მეოთხე დღეა რუსეთთან ომშია ჩაბმული. თუმცა სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსულ ძალებს სერიოზული წინსვლა არ აქვთ. დღეს ვლადიმერ პუტინმა გენშტაბთან შეხვედრა გამართა და მათ ე.წ. შეკავების ძალების, ანუ ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანა დაავალა.