პარლამენტმა 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის სიით არჩეული 51 დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გუშინ, 1 თებერვალს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა და დღეს, 2 თებერვალს ჩატარებული უმრავლესობის სხდომა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და „საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები“.

პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ „სოციალ-დემოკრატების“ 4 დეპუტატი და „მოქალაქეების“ ლიდერები – ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერდნენ.

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 90 დეპუტატი დარეგისტრირდა. დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმებას მხარი არცერთმა არ დაუჭირა.

სესიაზე კენჭსაყრელად გავიდა შემდეგი დეპუტატების საკითხი:

  1. თეონა აქუბარდია
  2. არმაზ ახვლედიანი
  3. დავით ბაქრაძე
  4. ლევან ბეჟაშვილი
  5. თინა ბოკუჩავა
  6. გიორგი ბოტკოველი
  7. გიორგი გორდაბელიძე
  8. რომან გოცირიძე
  9. ხატია დეკანოიძე
  10. ლევან ვარშალომიძე
  11. გიორგი ვაშაძე
  12. გრიგოლ ვაშაძე
  13. აბდულა ისმაილოვი
  14. მანუჩარ კვირკველია
  15. ვახტანგ კიკაბიძე
  16. დავით კირკიტაძე
  17. თამარ კორძაია
  18. ნონა მამულაშვილი
  19. პაატა მანჯგალაძე
  20. ნიკა მაჭუტაძე
  21. ნიკა მელია
  22. აკაკი მინაშვილი
  23. შალვა ნათელაშვილი
  24. ტარიელ ნაკაიძე
  25. კობა ნაყოფია
  26. ანა ნაცვლიშვილი
  27. რამაზ ნიკოლაიშვილი
  28. კახა ოქრიაშვილი
  29. სალომე სამადაშვილი
  30. ხათუნა სამნიძე
  31. გუბაზ სანიკიძე
  32. სულხან სიბაშვილი
  33. ზაალ უდუმაშვილი
  34. დავით უსუფაშვილი
  35. ბაჩუკი ქარდავა
  36. შალვა შავგულიძე
  37. თაკო ჩარკვიანი
  38. ცეზარ ჩოჩელი
  39. ნატო ჩხეიძე
  40. როსტომ ჩხეიძე
  41. ანა წითლიძე
  42. დევი ჭანკოტაძე
  43. ლევან ხაბეიშვილი
  44. დილარ ხაბულიანი
  45. მამუკა ხაზარაძე
  46. დავით ხაჯიშვილი
  47. ეკა ხერხეულიძე
  48. ელენე ხოშტარია
  49. თემურ ჯანაშია
  50. ბადრი ჯაფარიძე
  51. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გუშინ გაავრცელა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მოუწოდა უმრავლესობას, არ მიეღო მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მიეცა დრო ოპოზიციისთვის.