პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია. პარლამენტმა კომისიის ახალი წევრები 6 წლის ვადით დაამტკიცა, რომლებიც მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს შეცვლიან.

კომისიის მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს კომისიის წევრობის ვადა 18 მარტს ეწურებათ.

ვაკანტური იყო კომისიის წევრობის 2 ადგილი. 1 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 3 კანდიდატი. ექვსივე კანდიდატი კომუნიკაციის კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.