პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვით მოტოციკლეტები და მოპედები ბასლეინში მოძრაობას შეძლებენ

პუბლიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით განიხილა და მიიღო  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, მოტოციკლეტები და მოპედები (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობას შეძლებენ.

კანონის განმარტებით ბარათში წერია:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა”.

ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.