„ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ID ბარათების ცვლილებისა და სიგარეტის აქციზზე კანონპროექტები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტები.

ერთი კანონპროექტი შეეხება პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე დაიტანენ:

  • მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number) რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის;
  • QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.) მფლობელის თანხმობით;
  • თითის ანაბეჭდს;
  • პასპორტის რეკვიზიტებს ემატება პასპორტის წვდომის კოდი(CAN – Card Access Number).
  • შესაძლებელი იქნება, პირადობის მოწმობის, პასპორტის შეცვლა, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ამ ცვლილებით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე  ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და  15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.

ამავე ცვლილებით, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი – 30%-დან 20%-მდე მცირდება.