პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით თალაკვაძის მოადგილეები აირჩია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია.

დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს და 87 ხმით თალაკვაძის მოადგილედ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აირჩიეს. მის არჩევას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან იოსელიანს ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა.

არჩილ თალაკვაძის მეორე მოადგილის პოსტზე ავთანდილ ენუქიძის კანდიდატურას პარლამენტმა 2 თებერვალს უყარა კენჭი. „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ოპოზიციის კვოტით მეორე ვიცე-სპიკერია.