საქართველოს პარლამენტში ორი ახალი დეპუტატის – სალომე ჯინჯოლავასა და გიორგი ხახუბიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირეს.
სალომე ჯინჯოლავა პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა. მაია მენაღარიშვილმა მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დაინიშნა.
გიორგი ხახუბია კი 2023 წლის 29 აპრილს შუალედური არჩევნების შედეგად, N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატია.