პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი ჩააგდო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს. პარლამენტმა არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშილმა განაცხადა, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 76 ხმა, შესაბამისად მეორე ტური არ იქნება.

„გადაწყვეტილება არ არის მიღებული ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, “- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე პლენარულ სხდომაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატი: ლევან ისაკაძე, ქრისტინე ქაჯაია, გიორგი მარსაგიშვილი, ნათია წიპტაური. პარლამენტმა არც ამ კანდიდატურებს დაუჭირა მხარი ცესკოს წევრებად.