პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პუბლიკა

81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

უმრავლესობის წევრების რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექით ცვლილება შედის „საარჩევნო კოდექსში”, რის მიხედვითაც – „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას”.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანილი ცვლილებებით კი, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.