პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
შესაბამისი ბრძანებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დღეს მიმართა. პარლამენტმა აღნიშნული ბრძანება და დეკრეტი 115 ხმით დაამტკიცა.
პრეზიდენტის დეკრეტით, საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება შემდეგი:
► იზოლაციის ან კატანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
► საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
► დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
► საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საიზოლაციო, საკარანტინო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
► იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
► მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს, შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
► აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამეტებზე, სამედიცინო მომსხურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.
► მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს.
►საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
► საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად;
► ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომაროების რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინიტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვს 15 000 ლარის ოდნობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით; იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
► სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
ამ ეტაპზე ქვეყანაში საკომენდანტო საათი არ დგინდება.