პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი წევრი აირჩია.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს:
სახალხო დამცველის წარდგინებით იზაბელა ოსიპოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სოსო სტურუა და საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით გიორგი იაკობაშვილი. სამივე კანდიდატმა 80-80 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ:
- მიხეილ ჩიკვილაძე
- დონარა (დოდო) შონავა
- გიორგი იაკობაშვილი
- იზაბელა ოსიპოვა
- სოსო სტურუა
- გიორგი ლაზრიშვილი
- მარინა გიორგაძე
- ემზარ დიასამიძე
- ფირუზ ბოლქვაძე
- პაატა სურგულაძე
- თამარ წილოსანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
- დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი – კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი;
- ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
- ) მარიამ გვიდიანი – ა/ო „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი დირექტორი.
- გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის – „დიდგორის“ სოლისტი