პარლამენტში აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვა იწყება

პუბლიკა

აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

საქართველოს პარლამენტთან დღეს აქციაა დაგეგმილი. აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამართავენ და რუსულ კანონპროექტებს გააპროტესტებენ.