პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირებაა

პუბლიკა

პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირებაა. შენობაში იმყოფება „tv პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ასევე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი.

ისინი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მანდატურის სამსახურში წარმომადგენლებსა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. გიორგი ვაშაძის თქმით, მას „ქართული ოცნების” წევრ ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.

„გვინდა, რომ თვალებში ჩავხედოთ და გაგვცენ პასუხი, რატომ მოხდა 5 ივლისი. რატომ გაწირეს 21 წლის მირანდა ბაღათურია ჩასაქოლად. პირადად ღარიბაშვილმა რატომ გაწირა. რასაც შეეწირა ბიჭი, დღეს საფლავში უნდა ჩავაწვინოთ”, – ამბობდა ვატო წერეთელი.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.

ამ მოვლენებამდე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყო ხმაურია. როგორც მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები პირები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, თუმცა პოლიცია და დაცვის სამსახურში მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მოგვიანებით, რამდენიმე მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა შენობაში შესვლა შეძლო. გარეთ კვლავ რჩება ნაწილი.