პარლამენტში მოშიმშილეებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა. მან თქვა, რომ ყველა იმ საპროტესტო აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.
„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,“ – განაცხადა ჯანაშიამ.
გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე შიმშილობა გამოაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისამილოვამ. ისინი ამბობენ, რომ არ შეწყევეტენ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.