საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს. საკანონმდებლო ორგანოში ღარიბაშვილი 12 საათისთვის მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დეპუტატები მოისმენენ მოხსენებას თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წელს გაწეულ საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ.
როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ნდობის ჯგუფი უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს გაეცნობა.
„ინფორმაცია, რომელიც ნდობის ჯგუფში ისმინება, მოიცავს უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს. ეს უკავშირდება როგორც საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, შეიარაღებას, აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას და ყველა იმ მიმართულებას, რასაც ახორციელებს უწყება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისინარიანობის განმტკიცების მიზნით”, – განაცხადა ბერაიამ.
ნდობის ჯგუფის სხდომა მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია.