პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და მეც დავუკრავ - ბოლქვაძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ეს „ძალიან კარგი იდეაა“.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.
კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რაც იყო ვთქვათ 1 საუკუნის წინ, 50 წლის წინ ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.


სალომე სამადაშვილმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ „ქალბატონი ელისო ბოლქვაძე არის კარგი პიანისტი, დაუდგან როიალი და კონცერტები გამართონ პარლამენტში და ამით შეიქციონ თავი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ იარსებებს“.