პარლამენტში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა  უკრაინელ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის  საინტერესო იქნება – პარლამენტი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში,  ყველაფერში დაგეხმარებათ“,- ასე მიმართა მათ პაპუაშვილმა.

დეპუტატებმა თბილისის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადასცეს.