21 მარტს პარლამენტთან სამი სტუდენტი დააკავეს. დაკავებულებს შორის ორი – თათია აფრიამაშვილი და თამარ გვილია „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტები არიან, ერთი – ლუკა გოგია, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტი.
თვითმხილველების თქმით, სტუდენტებს პარლამენტთან მიჰქონდათ პლასტმასის დასაკეცი სკამები, რისი დადგმის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგონების დაკავების შემდეგ ლუკა გოგია ტროტუარზე დგას და პოლიციას ტაშს უკრავს, მალევე მას აკავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ სამივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი). დაკავებულთაგან ორი ხელწერილით გათავისუფლდა.
ლუკა გოგია იზოლატორში რჩება.