პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - საპოლიციო ძალები წყლის ჭავლს იყენებენ

პუბლიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე იყენებენ წყლის ჭავლს როგორც შენობის შიდა ტერიტორიიდან, ასევე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან.

ცოტა ხნის წინ მოქალაქეების ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთებში ისინი კვლავ უკან, რუსთაველის გამზირისკენ ბრუნდებიან.

აქციის დაწყებიდან მალევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დღეს აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავეს.