პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული – ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს და გაზის კაფსულებს. პოლიცია ძალადობრივად აკავებს აქციის მონაწილეებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.
საპოლიციო ძალებმა გაზის კაფსულა ისროლეს ჭანტურიას ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანასთანაც.