პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა

პუბლიკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მონაწილე დაშავდა – ამასთან, ადგილიდან გავრცელებული კადრების თანახმად, პოლიცია მოქალაქეებს აკავებს. ამ დროისთვის, დაშავებულთა და დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

აქცია პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა – მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ შეწყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს, უწყება იძულებული გახდება, გამოიყენოს ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”.

შსს აცხადებს, რომ აქცია „სრულად ძალადობრივი” გახდა და „გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და მასობრივად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს”.

ამას გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – საიაში აცხადებენ, რომ სიცრუეა ბოლო განცხადება, რომლის თანახმადაც, „აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი”.