პარლამენტთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა აქცია-პერფორმანსს მართავს

პუბლიკა

პარლამენტთან პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, აქცია-პერფომანსით მათ სურთ, გააპროტესტონ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია-პერფომანსები პერმანენტული ხასიათის იქნება.

„ჩვენ ამ აქცია-პერფომანსზე წარმოვადგინეთ რუსული „ფეჩი“, რომელიც გამოხატავს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მოქმედებს რუსული ინტერესებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა.


პარლამენტში ფრაქციის ფორმატში პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მოსმენის შემდეგ პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვისაც საჭიროა, სულ მცირე, 76 ხმა.