საქართველოს პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე რამდენიმე აქტივისტმა კარვების გაშლა სცადა, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია 5 პირი. აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცველთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.