პარლამენტთან ჯვარი შეიცვლება პროექტით, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული ჯვრის  მოხსნის შესახებ განაცხადა, რომ სამომავლოდ ჯვარი შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება – ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ველოდებით პროექტს. გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი კომენტარი მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.