პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის 20 პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისდმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტებს სურდათ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვები და ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს”, პარლამენტის შენობის წინ გადაეტანათ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.
სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე კვირაა კარვები აქვთ გაშლილი. მათ თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვისაც რჩებიან აქტივისტები და პოლიცია.