რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის სენობასთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი ამბობენ, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.
შესაბამისად, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ: „ევროპული საქართველო“, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – „ძალა ერთობაშია”, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
- „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
- „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
- „ლელო“ – 4 მანდატი;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
- „გირჩი“ – 4 მანდატი;
- „ლეიბორისტები“ – 1;
- „მოქალაქეები“ – 2.