პარლამენტთან, სადაც მდუმარე აქცია უნდა დაიწყოს, ოპერატორს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

პუბლიკა

პარლამენტთან, სადაც 8 საათზე მდუმარე აქცია უნდა დაიწყოს, „პალიტრანიუსის“ ოპერატორ ბექა მშვილდაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას შუბლზე ჭრილობა აქვს.

პოლიციამ თავდამსხმელი ტერიტორიას განარიდა.

ბექა მშვილდაძე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე არიან აგრესიულად განწყობილი ჯგუფები.

„იგინებოდნენ. გავიწიეთ ჩვენც, რატომ იგინებითო და დაგვარტყეს“, – უთხრა მან კოლეგებს.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე პარლამენტთან რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე პოლიტიკოსებს, ორგანიზაციებს და „პრაიდს“ აქციას არ ჩაატარებინებენ.

მედიის პირდაპირი ეთერებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან კიდევ რამდენიმე აგრესიული ადამიანი განარიდეს.