როგორც იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე დაკავებულები არიან იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 7 ადამიანია დაკავებული.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, აქციაზე პოლიციამ ადვოკატი შოთა თუთბერიძე და კიდევ ორი აქტივისტი დააკავა. თუთბერიძეს ბანერზე – „ირაყლი” ეწერა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძცეცლზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.